თეთრიწყაროს მოჭიდავეები გიორგი სააკაძის სახელობის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ

11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში გაიმართა გიორგი სააკაძის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2008–2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, გუნდურ შეჯიბრში.

ტურნირი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.

შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის გუნდმა, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა.

თეთრიწყაროელმა მოჭიდავეებმა ჩემპიონობის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგეს, ხოლო ფინალში საგარეჯოს გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: დილარ სამსიანმა, გეგი თამლიანმა და ლერი გულედანმა, რომელთა ხელმძღვანელობით ახალგაზრდა სპორტსმენებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading