გარდაბანში ლევან დევდარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირი გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის №1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ფრენბურთის ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდა. სპორტული ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან დევდარიანის ხსოვნას მიეძღვნა და წელს უკვე მეათედ მოეწყო. თამაშები ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად წარიმართა და ტურნირი „თელავის” გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი „სამტრედიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე…