მარნეულელმა სპორტსმენმა იტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის სპორტსმენი, ილმაზ მიქაილოვი, იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე 52 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ილმაზ მიქაილოვი 2025 წლის საქართველოს ჩემპიონია და ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა.

შეჯიბრებაზე საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთო ჯამში 9 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სპორტსმენის მწვრთნელები არიან ფაიკ მამედოვი, მუშვიკ ალიევი და ალი გამბაროვი. 🥇

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading