ამინდის გამო გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93–კმ107 მონაკვეთზე (გუდაური (ფოსტა) – კობი) დროებით შეიზღუდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მძღოლებს მოუწოდებენ, გადაადგილებისას გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები და საგზაო პირობები.