ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი პირი – 1999 წელს დაბადებული მ.დ. ბათუმში დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 18 დეკემბრიდან იძებნებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.