თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლევან ხმალაძემ, ააიპ თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ფიქრია მეშველიანთან ერთად, საბავშვო ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს საბავშვო ბაღებში არსებული ზოგადი საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმზრდელთა დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს ლევან ხმალაძემ მენეჯერებს მოუწოდა, არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდონ მუნიციპალიტეტს, რათა შესაბამის საკითხებზე ოპერატიული რეაგირება განხორციელდეს.