დმანისში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები დაიწყო.

შეხვედრებს ესწრებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს წევრები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილავენ პრიორიტეტულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა ყულიაშვილის განცხადებით, მოქალაქეთა მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტში 686 000 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading