შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციაში, ბოლო დღეებში 31 უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

გაძევებულთა შორის იყვნენ ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განას მოქალაქეები. მათზე ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა დაწესდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტმა უკვე გააძევა 1000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე გაძევებული პირების საერთო რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.

შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყანაში უკანონო მიგრაციის გამოვლენასა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading