ფოთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამტკიცებულმა ფაქტმა დაადასტურა ბრალდების სისწორე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.