ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელს, 1978 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading