საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა.
🔹გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა 1 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა გაასაღეს.
🔹ყალბი მარკები ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 200¹-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.