BBC-მ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა დოკუმენტურ ფილმში დაშვებული შეცდომის გამო

BBC-მ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საჯაროდ ბოდიში მოუხადა. როგორც ცნობილია, მაუწყებლის დოკუმენტურ ფილმში ტრამპის ორი სხვადასხვა გამოსვლა ისე იყო მონტაჟირებული, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა წაახალისა.

ფაქტი გამოცემა Telegraph-მა გამოაშკარავა BBC-ის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით. ამის შემდეგ ტრამპმა BBC-ის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა და მადლობა გადაუხადა გამოცემას სიმართლის გამოტანისთვის.

BBC-ის ხელმძღვანელის თქმით, შეცდომა “მიუღებელია” და მაუწყებელმა უკვე გაამკაცრა შიდა გადამოწმების პროცედურები, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading