სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „დედაენის ბაღში“ სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით „დედაენის ბაღში“ სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.
„დედაენის ბაღში“ სხვადასხვა ეროვნული ფედერაცია და გასართობი სივრცე იყო წარმოდგენილი, კერძოდ:
* შაში;
* გო;
* ხელბურთი;
* ამერიკული ფეხბურთი:
* ბეისბოლი;
* ფრისბი;
* ტრადიციული სახეობები;
* ჭადრაკი;
* ბავშვთა ძიუდო;
* სახალისო ფარიკაობა;
* მაგიდის ჩოგბურთი;
* ბავშვთა გასართობი მხიარული თამაშები;
* ორგანიზაცია: სპორტი განვითარებისთვის – საქართველოს სპორტული ორიენტირები.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდიც.
„სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის“ ყოველწლიურად 6 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წლის აგვისტოში დაადგინა; 2014 წლის 6 აპრილს კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ღონისძიების აღნიშვნას.
6 აპრილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ ამ დღეს – 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა ახალი დროის პირველი ოლიმპიური თამაშები.
საქართველოს სპორტის სამინისტრო




