საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში თურქეთის მოქალაქე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცივი იარაღით ორ პირს სხეულის დაზიანება მიაყენა. ერთ დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.