ელექტროენერგიის სუბსიდია იზრდება – ვის შეეხება ახალი ცვლილებები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება იზრდება, რათა ტარიფის ცვლილების მიუხედავად მათი ხარჯი უცვლელი დარჩეს.

ახალი წესების მიხედვით:

  • 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები დამატებით სუბსიდიას მიიღებენ, რის შედეგადაც მათზე ელექტროენერგიის ტარიფი 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრით დაფინანსდება (ადრე იყო 3.5 თეთრი). ეს მოიცავს 2015 წლისა და 2020 წლის ტარიფებს შორის სხვაობის დაფარვასაც.
  • 70 000–150 000 ქულის მქონე ოჯახები 200 კვტ-სთ ელექტროენერგიაზე მიიღებენ იგივე – 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის სუბსიდიას (ადრე 3.5 თეთრი იყო).
  • პროგრამა მოქმედებს თბილისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის:

  • ფიქსირებული სუბსიდია იზრდება 20 ლარიდან 30 ლარამდე.
  • დამატებით, ყოველ მომდევნო შვილზე 10 ლარის დამატებითი დახმარება დაემატება.

ცვლილება უკვე ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა“, – ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading