მარნეულის მერი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო დასაქმების პროგრამები, მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას, რაც მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომას გაუმარტივებს.
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის განცხადებით: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდეს სრული ინფორმაცია დასაქმების სახელმწიფო პროგრამებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მოქალაქეების დასაქმებას, მათი პროფესიული უნარების განვითარებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მზად ვართ, სააგენტოსთან თანამშრომლობით, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი მსგავსი ინიციატივების განხორციელებას“