შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონულ უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს არსებული და სამომავლო საპოლიციო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პარტნიორობის გაღრმავებას უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ მიმართულებებში და გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი მუშაობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური და შედეგიანი იქნება.
დეივ ჰედლესტონმა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.