იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს თვითდასაქმებისთვის ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა

იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და სახელობო ხელსაწყოები გადაეცემა.

პროგრამის მიზანია დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს შექმნა.

გამარჯვებული პროექტები სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა საჭირო სახელობო იარაღები თავად შეარჩიეს, რაც საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებაში დაეხმარებათ.

🏠 დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს ინფორმაციით, განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დამატებითი საარსებო წყაროების შექმნა სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ყოველწლიურად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading