11 თებერვალი – მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა
ეს დღე გაეროს ინიციატივით აღინიშნება და მიზნად ისახავს მეცნიერებაში ქალთა და გოგონათა სრული და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობას.
მეცნიერებაში გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვაციების განვითარებასა და მდგრადი პროგრესის უზრუნველყოფაში.
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა მხარდაჭერა STEM მიმართულებებში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) და მათი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება.