საბაჟო პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ასევე მათი ბარგისა და ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 4560 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ორი კანონდამრღვევი მოქალაქის შემთხვევაში საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის 31-ე ნაწილის საფუძველზე, ერთ მოქალაქეს, რომელსაც აღნიშნული სამართალდარღვევა განმეორებით ჰქონდა ჩადენილი, სანქციის სახით 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.