გივი მიქანაძე იერუსალიმში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში „EducAItion 2026“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში „EducAItion 2026“ მონაწილეობდა, რომელიც ისრაელის განათლების მინისტრმა იოავ კიშმა გახსნა.
მინისტრმა აღნიშნა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა განათლების სისტემის განვითარებაში და ისაუბრა საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. კონფერენციის ფარგლებში გივი მიქანაძემ იოავ კიშთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომელზეც გამოცდილება გაუზიარა ინოვაციური მიდგომების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების საკითხებში.
ღონისძიებას საერთაშორისო დონეზე 20-მდე ქვეყნის განათლების მინისტრები, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების შემუშავება განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენებისთვის.