საქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევეს.
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულები არიან თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის, რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ირანის, უზბეკეთის, იემენის, საბერძნეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქმენეთის, იორდანიის, ისრაელის, მაროკოს, ნეპალის, ნიგერიისა და სირიის მოქალაქეები.
შსს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან ჯამში 232 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა გაძევებული. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.