ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბავშვთა სახლებს ესტუმრნენ

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ნორიოსა და მარტყოფის ბავშვთა სახლებს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბავშვებს სახელმწიფო რწმუნებულის, ილია ჯალაღანიას სახელით, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ტკბილეულითა და სადღესასწაულო ნობათით დაასაჩუქრა.

ბავშვებმა სტუმრებს განსაკუთრებული სითბოთი და ემოციით უმასპინძლეს, ესაუბრნენ თავიანთ ოცნებებსა და სამომავლო გეგმებზე.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რათა თითოეულმა მათგანმა იგრძნოს ყურადღება, თანადგომა და ახალი წელი სადღესასწაულო განწყობით შეხვდეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading