მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს აცნობებს, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, იმ პირებს, რომელთაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე აღნიშნულ პერიოდში უწევდათ, დამატებით ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით.

ასევე, იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შენახული ან დაჯავშნილი აქვთ და შენახვის/დაჯავშნის ვადა 1–4 იანვრის პერიოდში ეწურებათ, ვადა ავტომატურად გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.

მათთვის, ვისაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევთ, საჯარიმო სანქციები არ დაწესდება, ხოლო განბაჟების საბოლოო ვადად 5 იანვარი განისაზღვრება.

ამასთან, იმ პირებს, რომლებსაც ცნობის (აპოსტილი/ლეგალიზებული) გატანა 2026 წლის 1, 2 ან 3 იანვარს უწევთ, შესაბამისი ცნობის გატანა 5 იანვარს შეეძლებათ. სხვა შემთხვევაში ცნობების ბეჭდვის ვადა კანონით განსაზღვრული წესით დაითვლება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading