მარნეულში „მოყვარულთა ლიგა 2026“-ისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო


მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „მოყვარულთა ლიგა 2026“-ს იწყებს.

„მოყვარულთა ლიგა“ ქვეყნის მასშტაბით გამართული ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელიც UEFA-ს მიერ არის აღიარებული.

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია 16 წლიდან ნებისმიერ მსურველს. გუნდის განაცხადში უნდა იყოს არანაკლებ 16 და არაუმეტეს 30 ფეხბურთელი, მათ შორის – ორი მეკარე. თითოეულ გუნდს ასევე უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც ამავდროულად ვერ იქნება მწვრთნელი ან ფეხბურთელი.

მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გადააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: marneulikultura@gmail.com.

საკონტაქტო პირი: დავით ნაზღაიძე – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading