ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქ შიო III-ს არჩევას ულოცავს

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევას ეხმაურება და მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ულოცავს.

„უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტ შიო III-ს, უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ამ უაღრესად მნიშვნელოვან მსახურებაზე გამორჩევას.

ვუსურვებ მას მხნეობას, ჯანმრთელობასა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!“ – აცხადებს ილია ჯალაღანია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading