თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს:
- 760 გრამზე მეტი „MDMA“
- 762 გრამი „კლეფედრონი“
- ნახევარ კილოგრამზე მეტი „კეტამინი“
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და შსს კოორდინირებულად განაგრძობენ საბაჟო საზღვრების მკაცრ მონიტორინგს.