დღეს პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება
საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციით, დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.
საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. ინტრონიზაციასთან დაკავშირებით, თბილისის მერია პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მცხეთის მიმართულებით მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.