ბოლნისში გამართულ 12 წლამდე მორაგბეთა ამხანაგურ ფესტივალში მარნეულის გუნდი „არმაზი“ მონაწილეობდა

18 აპრილს, ქალაქ ბოლნისში, გაიმართა ამხანაგური ფესტივალი 12 წლამდე ასაკის მორაგბე ვაჟებს შორის, სადაც გუნდი „მარნეულის არმაზი“ მონაწილეობდა. „მარნეულის არმაზის“ შემადგენლობაში შედიოდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ჯგუფებიდან შერჩეული, 2014-2015 წლებში დაბადებული 17 სპორტსმენი. მათ, ფესტივალის ფარგლებში, სამი ამხანაგური შეხვედრა გამართეს, სადაც ორ შეხვედრაში გაიმარჯვეს. მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა ხელს უწყობს სპორტსმენების მოტივაციის ზრდას, სპორტული უნარების გაუმჯობესებას და მარნეულში…

წაიკითხეთ მეტი

13 წლის ქართველი ფეხბურთელი მოსე კვალიაშვილი უკვე თამამად იკიდებს ფეხს დიდ ფეხბურთში

13 წლის ქართველი ფეხბურთელი, მოსე კვალიაშვილი, უკვე თავდაჯერებულად დგამს ნაბიჯებს დიდი ფეხბურთისკენ. ახალგაზრდა სპორტსმენი ამჟამად საბერძნეთში, ათენის „ოლიმპიაკოსის“ აკადემიაში ასპარეზობს 10 ნომრიანი მაისურით. მოსე თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე უკავშირდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისს, სადაც მან პირველი ნაბიჯები გადადგა როგორც ადამიანმა და სპორტსმენმა. სულ რამდენიმე დღის წინ, იტალიაში, ქალაქ კატანიაში გამართულ…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ახალგაზრდა მორაგბე გოგონები აქტიურად ერთვებიან სპორტულ ღონისძიებებში და წარმატებით წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს

🏈 მარნეულის „არმაზის“ 18-მა აღსაზრდელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ მორაგბე გოგონათა ფესტივალში, რომელიც 2026 წლის 4 აპრილს თბილისში, საქართველოს ნაკრების ბაზაზე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდა დაახლოებით 100-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი გოგონათა გუნდებიდან. 🏈 ღონისძიების ფარგლებში მარნეულელი გოგონებიდან რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე გამოიკვეთა, რომლებმაც სხვადასხვა გუნდისა და ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელების ყურადღება მიიპყრეს. 🏈 მარნეულის…

წაიკითხეთ მეტი

გეგა ჩიტიაშვილი ქვემო ქართლის ტურნირის ჩემპიონი გახდა

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ომარ გუგეშაშვილის სახელობის ქვემო ქართლის რეგიონულ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის სპორტსმენმა გეგა ჩიტიაშვილმა (ნორიოდან). მწვრთნელ იმედა ფრეწუაშვილის ხელმძღვანელობით, გეგა ჩიტიაშვილმა ტურნირზე ჩემპიონობა მოიპოვა. 🏆🥇

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში სპორტის საერთაშორისო დღე მარათონით და მკლავჭიდის შეჯიბრით აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მერიის ორგანიზებულ მარათონს დაესწრო, რომელიც სოფელ იმირის მიმდებარედ, „გადაჭრილ გორასთან“ გაიმართა. მარათონში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. გოგონებში გამარჯვება თამარისის, ხოლო ვაჟებში საიმერლოს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მოიპოვეს. სპორტის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა ასევე მკლავჭიდის შეჯიბრი, რომელიც მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი…

წაიკითხეთ მეტი

🥋 ბოლნისში ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიხსნა

დღეს, ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში. ღონისძიების გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, რომელმაც ნინი მამარდაშვილი შრომის, მიზანდასახულობისა და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი მკლავჭიდელების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

25-27 მარტს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მარნეულის სპორტული სკოლის მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს. 👉 70 კგ წონითი კატეგორია: 👉 50 კგ წონითი კატეგორია: მწვრთნელი – რომან კურტანიძე. ასევე, ვეტერანთა შორის 110 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა სპორტული სკოლის მკლავჭიდის მწვრთნელი, შერმადინ ბოჭოიძე (მარჯვენა ხელი).

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისელი სპორტსმენი ლაშა გაგლოშვილი საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალოსანი გახდა

ბოლნისელი სპორტსმენი, ლაშა გაგლოშვილი, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „Warsaw Open“ ვერცხლის მედალს დაეუფლა. U21 -75 კგ წონით კატეგორიაში სპორტსმენი ფინალამდე მიაღწია და ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც მისთვის, ისე ქართული სპორტისთვის.. ბოლნისის მერი, ზამურ ჭითანავამ, ლაშა გაგლოშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებული კარიერა უსურვა. ,,ბოლნისელ სპორტსმენს, ლაშა გაგლოშვილს, ვულოცავ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე მიღწეულ…

წაიკითხეთ მეტი

დმანისის სპორტსკოლის აღსაზრდელი ზაურ მამედოვი სოფელ კაბალში კიკბოქსინგის ჩემპიონი გახდა 🏆

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში გამართულ კიკბოქსინგის ტურნირზე დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა, ზაურ მამედოვმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. სპორტსმენმა ორი მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობის ქამარს დაეუფლა. მწვრთნელი – თუჯარ ალიევი

წაიკითხეთ მეტი

დმანისის კუდოისტების სრული ტრიუმფი – 6 სპორტსმენი, 6 ოქრო 🥇

თბილისში 29 მარტს გამართულ აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატზე კუდოში დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის გუნდმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. ტურნირში მონაწილე ექვსივე სპორტსმენმა საუკეთესო შედეგით იასპარეზა და ყველა მათგანმა ჩემპიონობა მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ:🥇 დაჩი აფრასიძე (14 წლის)🥇 დემეტრე კორძაძე (12 წლის)🥇 ვახო თაყნიაშვილი (15 წლის)🥇 სანდრო მაღრაძე (13 წლის)🥇 ნიკა ადუაშვილი (17 წლის)🥇 ემილ ალიევი (14…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »