დმანისის კუდოისტების სრული ტრიუმფი – 6 სპორტსმენი, 6 ოქრო 🥇
თბილისში 29 მარტს გამართულ აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატზე კუდოში დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის გუნდმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა.
ტურნირში მონაწილე ექვსივე სპორტსმენმა საუკეთესო შედეგით იასპარეზა და ყველა მათგანმა ჩემპიონობა მოიპოვა.
ჩემპიონები გახდნენ:
🥇 დაჩი აფრასიძე (14 წლის)
🥇 დემეტრე კორძაძე (12 წლის)
🥇 ვახო თაყნიაშვილი (15 წლის)
🥇 სანდრო მაღრაძე (13 წლის)
🥇 ნიკა ადუაშვილი (17 წლის)
🥇 ემილ ალიევი (14 წლის)
სპორტსმენების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს კახაბერ აფრასიძე და ლერი ავალიშვილი.