დავით შერაზადაშვილი სურსათის დანაკარგების შემცირების ეროვნულ ფორუმს დაესწრო
დღეს გამართულ ეროვნულ ფორუმს, რომელიც სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების საკითხებს მიეძღვნა, დაესწრო დავით შერაზადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი,ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი.
ღონისძიება ორგანიზებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაის (FAO) მიერ და მიზნად ისახავდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გაერთიანებას, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრას ქვეყნის მასშტაბით სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მიმართულებით.
დავით შერაზადაშვილის განცხადებით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოს დაცვისთვის, არამედ ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვისაც, რაც ქვეყნის მდგრადობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას აძლიერებს.