მარნეულში სპორტის საერთაშორისო დღე მარათონით და მკლავჭიდის შეჯიბრით აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მერიის ორგანიზებულ მარათონს დაესწრო, რომელიც სოფელ იმირის მიმდებარედ, „გადაჭრილ გორასთან“ გაიმართა. მარათონში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. გოგონებში გამარჯვება თამარისის, ხოლო ვაჟებში საიმერლოს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მოიპოვეს.

სპორტის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა ასევე მკლავჭიდის შეჯიბრი, რომელიც მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading