საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ბავშვთა ტურნირს – „მეგობრობის თასს“ მასპინძლობს

საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ახალ ინიციატივას იწყებს და ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს – „მეგობრობის თასს“ გამართავს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2015 წელს დაბადებული ფეხბურთელები. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები: ჭიათურა, ალბატროსი, ვიკინგები და ალგეთი. ტურნირი ერთდღიანი იქნება. გუნდები კენჭისყრით შემთხვევითი შერჩევით დაწყვილდებიან. გამარჯვებულები ფინალში პირველობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის შეხვდებიან ერთმანეთს. ტურნირი „ალგეთი არენაზე“ გაიმართება.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატზე „უშბას“ კლუბის სპორტსმენებმა მედლები მოიპოვეს

საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატზე კლუბ „უშბას“ აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს. მარიამ ბენდელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ანი ბენდელიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. სპორტსმენების მწვრთნელები – გიორგი ხარძიანი და ალეკო გულედანი.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგონებმა სარეიტინგო ტურნირზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

11 მარტს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი გაიმართა გოგონათა შორის (2006–2009 და 2010–2011 წლებში დაბადებულები). ტურნირში წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა. მარნეულელმა სპორტსმენებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს:

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მერი საფეხბურთო კლუბ „სიონის“მატჩს დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მატჩს დაესწრო ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრაში ბოლნისის „სიონი“ სართიჭალის ,,შტურმს“ დაუპირისპირდა. საფეხბურთო მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩს მერთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბოლნისის ,,სიონი“ 15 მარტს გასვლით მატჩს გამართავს, სადაც ,,ოდიში 1919“ დაუპირისპირდება.

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროელმა ლიზა სამსიანმა საქართველოს ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

დღეს, თბილისიში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატზე 17 წლამდე გოგონებს შორის, სადაც თეთრიწყაროელმა სპორტსმენმა ლიზა სამსიანიმ (-63 კგ) პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.🥋🏆 მწვრთნელი – დილარ სამსიანი. Regionnews ულოცავს ლიზა სამსიანის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას! 🏆გისურვებთ შემდგომშიც წარმატებებს და ახალი გამარჯვებებს🥋🏆

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ძიუდოისტი საბა გერლიანი საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატის გამარჯვებულია

🏆 2026 წლის 9–10 მარტს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა 2014–2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა, საბა გერლიანმა, 50 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.🥇 პირადი მწვრთნელი: დემურ ჟორჟოლიანი. სპორტსმენი მთელი ტურნირის განმავლობაში თავდაუზოგავად იასპარეზა და თავისი კატეგორიის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროელმა სპორტსმენებმა თომა კვასტიანმა და ლაშა მელაძემ თბილისის სარეიტინგო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

9 მარტს, ქალაქ თბილისში, 2014–2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის საქართველოს სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ სპორტსმენებმა – თომა კვასტიამა და ლაშა მელაძემ. ორივე სპორტსმენმა 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება მოიპოვა და ბოლოს მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. სპორტსმენებს პირადი მწვრთნელები – ლერი გულედანი და გეგი თამლიანი. შეჯიბრებაზე…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროელმა ძიუდოისტმა დაჩი მიგრიაულმა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 🥉

10 მარტს ქალაქ თბილისში საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი 1 (2014-2015 წლებში ) დაბადებულ ვაჟთა შორის გაიმართა. სადაც მონაწილეობა მიიღო და წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ძიუდოს სექციის სპორტსმენმა : • დაჩი მიგრიაულმა რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა მწვრთნელი: ლერი გულედანი

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები ისტორიული სპორტული მიღწევებისთვის ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ

მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, დააჯილდოვა ქართველი მოციგურავეები და ფედერაციის წარმომადგენლები. დაჯილდოების ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ასევე წარმატებული გამოსვლებისთვის დაჯილდოვდნენ ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის თითოეულ სპორტსმენს 50 000 ლარი გადაეცემა, ხოლო ვიცე-ჩემპიონები 500 000-500 000 ლარით დაჯილდოვდებიან….

წაიკითხეთ მეტი

გორში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თეთრიწყაროს კარატისტებმა მედლები მოიპოვეს 🥋🏆

28 თებერვალს – 1 მარტს, გორი-ში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კარატეში. პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან“ არსებული კარატეს სექციის სპორტსმენებმა: 🥈 გიორგი ელიაური – II ადგილი (16-17 წელი, -68 კგ)🥉 თამარი მჭედლიძე – III ადგილი (12-13 წელი, -52 კგ)🥉 გაბრიელ ხარგელია – III ადგილი (12-13 წელი, -50 კგ) სპორტსმენების მწვრთნელები…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »