თეთრიწყაროს ძიუდოისტი გოგონები საქართველოს სარეიტინგო ტურნირიდან მედლებით დაბრუნდნენ 🥋🏅

თბილისი-ში გაიმართა საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი გოგონათა შორის (2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულთა კატეგორიებში). ტურნირში მონაწილეობა მიიღო და წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“-ს ძიუდოს სექციის სპორტსმენებმა: 🥈 ანასტასია ტვილდიანი – II ადგილიმწვრთნელი: სოლომონ ლიპარტელიიანი 🥉 ნია ბეგიაშვილი – III ადგილიმწვრთნელი: ლერი გულედანი 🥉 ლანა გიგლემიანი – III ადგილიმწვრთნელი: გეგი თამლიანი Regionnews ულოცავთ…

წაიკითხეთ მეტი

RMG-მ ბოლნისის „სიონთან“ 2026 წლის სპონსორობის ხელშეკრულება გააფორმა ⚽️

RMG-მ ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონთან“ 2026 წლის სასპონსორო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ღონისძიებაზე კლუბმა ახალწვეულები და მთავარი მწვრთნელიც წარადგინა. მიმდინარე წელს „სიონი“ დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. RMG კლუბის გენერალური სპონსორია 2016 წლიდან და ახალი შეთანხმება გუნდს როგორც სპორტული, ისე რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით მხარდაჭერას ითვალისწინებს. ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენელს სიმბოლურად გადაეცა „სიონის“ სათამაშო მაისური.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე რამაზ გოგობერიშვილის ტურნირის ფინალს დაესწრო

რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირის ფინალი, სადაც თბილისის „რაშიმ“ ზესტაფონის „მარგვეთი“ 80:75 დაამარცხა. მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. საუკეთესო მოთამაშედ ტრევორ ტომასი დასახელდა და ჯილდო მინისტრის მოადგილემ გადასცა. ტურნირი 22–26 თებერვალს გაიმართა, წელს პირველად და ტრადიციულად გაგრძელდება.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალბანეთის ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა: მირიან მაისურაძემ (92 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო ლუკა ჩხიტუნიძემ (79 კგ) ბრინჯაოს მედალი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ტურნირზე ასპარეზობას დღეს დაიწყებენ.

წაიკითხეთ მეტი

მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა დმანისში პატარა ძიუდოისტებს მასტერკლასი ჩაუტარა

ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტულ სკოლაში პატარა ძიუდოისტებს გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანი გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში ჩემპიონმა ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა, საკუთარი საფირმო ილეთები აჩვენა და იმ რთულ, თუმცა საინტერესო გზაზე ესაუბრა, რომელიც დიდ სპორტში წარმატების მიღწევას სჭირდება.

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის გოგონათა საფეხბურთო გუნდი ესტონეთის საერთაშორისო ტურნირ გაემგზავრება

რუსთავის 15-წლამდელ გოგონათა საფეხბურთო გუნდი ესტონეთის ტურნირზე „Poseidon Girls Cup 2026“ გაემგზავრება, რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და წარმატებები უსურვა. ტურნირამდე გოგონები ინტენსიურ ვარჯიშებს ახალ ტექნიკურ სტადიონზე გადიან. ქალთა საფეხბურთო გუნდი რუსთავში 2023 წელს ჩამოყალიბდა და უკვე პირველი წარმატებები მოიპოვა: საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის პირველად…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

🏹 ბულგარეთში, ქალაქ -პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფინალში გავიდა. გუნდის ერთ-ერთი წევრია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელი, სალომე ხარშილაძე (პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი). 🏹 ფინალური შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენებს ვერცხლის მედალი უკვე გარანტირებული აქვთ. 🏹 გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ…

წაიკითხეთ მეტი

🥉 თეთრიწყაროელმა მერაბ მდივანოვმა გორში მემორიალურ ტურნირზე მესამე ადგილი მოიპოვა!

6 თებერვალს გორში ცოტნე ბარამიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიმართა, სადაც 5 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ. „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი”ს თავისუფალი სტილით ჭიდაობის სპროტსმენმა მერაბ მდივანოვმა შესანიშნავად იასპარეზა. მხოლოდ ყაზახეთის წარმომადგენელთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო გამარჯვება და მესამე ადგილი დაიკავა. მწვრთნელი: ელგუჯა წიქარიძე

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელი სალომე ხარშილაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 12 თებერვალს ბულგარეთში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი 7-11 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ დარბაზში გაიმართა. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში სპორტსმენებმა ინტენსიური მომზადება გაიარეს მაღალი რანგის შეჯიბრებისთვის. ევროპის ჩემპიონატის ნახვა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.

წაიკითხეთ მეტი

დმანისის სპორტული სკოლის მწვრთნელებმა დინამოს აკადემიაში სასწავლო კურსი წარმატებით გაიარეს

ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის მწვრთნელებმა, ილია ადუაშვილმა და შოთა ოკმელაშვილმა, დინამოს აკადემიაში სპეციალური სასწავლო კურსი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მოიპოვეს. სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა დავით ჩხვიმიანმა მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მწვრთნელთა პროფესიული განვითარება სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც მომავალში პირდაპირ აისახება აღსაზრდელების შედეგებსა და პროგრესზე. „ვულოცავ ილიასა და შოთას…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »