დმანისის სპორტული სკოლის მწვრთნელებმა დინამოს აკადემიაში სასწავლო კურსი წარმატებით გაიარეს
ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის მწვრთნელებმა, ილია ადუაშვილმა და შოთა ოკმელაშვილმა, დინამოს აკადემიაში სპეციალური სასწავლო კურსი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მოიპოვეს.
სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა დავით ჩხვიმიანმა მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მწვრთნელთა პროფესიული განვითარება სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც მომავალში პირდაპირ აისახება აღსაზრდელების შედეგებსა და პროგრესზე.
„ვულოცავ ილიასა და შოთას ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს პროფესიული ზრდის გზაზე“, – განაცხადა დავით ჩხვიმიანმა.