მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კასუმლოსა და სოფელ კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო აღნიშნულ სოფლებში არსებულ საჭიროებებს.
მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, წინასწარ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად გამართავენ. სოფლის საერთო კრებების ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით აირჩევს იმ პროექტებს, რომლებიც კონკრეტული სოფლისთვის პრიორიტეტულია.
2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 1 232 000 ლარია გამოყოფილი.