ტურიზმის რეკორდული ზრდა საქართველოში — 2025 წლის პირველი ნახევრის ისტორიული მაქსიმუმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს—2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია.

საერთაშორისო მოგზაურების საერთო ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-იანი ზრდაა.

ტურიზმის სექტორისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2025 წლის მეორე კვარტალი (აპრილი-ივნისი), რომლის განმავლობაში ქვეყანაში 1,311,416 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა — 10.7%-ით მეტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების საერთო რაოდენობა 1,838,913-ს მიაღწია, რაც ასევე 6.9%-იანი ზრდაა.

ტურიზმის სექტორის რეკორდული მაჩვენებლები დიდ იმედებს იძლევა როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე სამუშაო ადგილების ზრდისთვის, რაც ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ სტაბილურობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading