2026-2027 წლიდან პირველკლასელების რეგისტრაციაში სიახლეა

განცხადების მიხედვით, სამინისტროს მიერ ახალი ეტაპი დამატდა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე – „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილიდან ახლომდებარე საჯარო სკოლებში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდას.

მეორე ეტაპში ჩართულია 12 ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი (სასკოლო უბნებად დაყოფილი) და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა, გორი (ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება).

თბილისში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან 1 კილომეტრზე მეტით არ არის დაშორებული. ნუსხა და შესაბამისი სკოლები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში, მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading