კობახიძე: დემოგრაფიული ვითარება ერთ-ერთი მთავარი ეროვნული გამოწვევაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება მძიმეა და განსაკუთრებით საგანგაშოა პირველი და მეორე შვილის შობადობის შემცირება.

მისი თქმით, 2014 წელს პირველი შვილის შემთხვევაში 26 355 ბავშვი დაიბადა, ხოლო 2024 წელს ეს მაჩვენებელი 14 156-მდე შემცირდა. ანალოგიური კლებაა მეორე შვილის შემთხვევაშიც – 23 171-დან 13 323-მდე.

ამასთან, პრემიერის განმარტებით, მე-3 და შემდეგი შვილის შობადობა 2014 წლიდან გაზრდილია და 2024 წელს 11 457-ს შეადგენს, რაც, მისი შეფასებით, მიუთითებს, რომ დემოგრაფიული პრობლემების მიზეზი უფრო მსოფლმხედველობრივია, ვიდრე სოციალურ-ეკონომიკური.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის დემოგრაფიის, შობადობისა და ოჯახური პოლიტიკის მიმართულებით დამატებითი წამახალისებელი ზომები განიხილოს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading