არემჯი კაზრეთის კულტურის სახლის სრულ რეაბილიტაციას დააფინანსებს

RMG-ის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს შენობის ორი სართულის – ჯამში 1 100 კვადრატული მეტრის – ექსტერიერისა და ინტერიერის სრულ განახლებას, ასევე ეზოს კეთილმოწყობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდება 300 სტუმარზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, სრულად შეიცვლება სცენა და დამონტაჟდება თანამედროვე გახმოვანებისა და სხვა საჭირო ტექნიკა.

ამჟამად კულტურის სახლში ფუნქციონირებს 6 სახელოვნებო წრე და სტუდია-ანსამბლი, რომლებიც 180 მოზარდს ემსახურება. 2009 წლიდან შენობაში მოქმედებს კაზრეთის ბიბლიოთეკაც, რომელსაც ყოველწლიურად 500-ზე მეტი მკითხველი სტუმრობს.

რეაბილიტაციის დასრულება 2027 წელს იგეგმება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading