მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 3 საკითხი იყო წარმოდგენილი.
დეპუტატებმა სამივე საკითხის განხილვას, მათ შორის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებში ცვლილების შეტანას, მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით და მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტის მოწონებას, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ჩანახჩში სკოლამდე მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება, კენჭი დადებითად უყარეს.
2025 წლის 5 მარტის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილე რიჩარდ გიგანი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო




