მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი – სოფელ თამარისისა და ალავარის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ საჭიროებებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები სოფლის საერთო კრებებს მართავენ. შეხვედრების ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს იმ პროექტებს, რომლებიც კონკრეტული სოფლისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევა.

მოქალაქეთა მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading