ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხიდისყურისა და ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 714 000 ლარი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading