ირაკლი კობახიძე: არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვის ნაწილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის დროს განაცხადა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვა მიენიჭა 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეს. ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა აღწერის მონაცემებით დაახლოებით 257 000-ს შეადგენს, მათ შორის არიან ლეგალზეც და არალეგალზეც.

🔹 ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა აქვთ:

  • რუსეთის ფედერაცია – 32 129 (29,9%), დიდი ნაწილი საქართველოს ყოფილი მოქალაქეები;
  • ინდოეთი – 23 930 (სტუდენტები);
  • აზერბაიჯანი – 6,3%;
  • უკრაინა – 6 290 ბინადრობის ნებართვით + 25 000 ლტოლვილის სტატუსით;
  • სომხეთი – 5 000+;
  • თურქეთი – 3 645;
  • ირანი – 3 331;
  • სუდანი, ჩინეთი, იორდანია, პაკისტანი, ეგვიპტე, აშშ – სხვადასხვა რაოდენობა, ძირითადად სტუდენტები ან სამუშაო ძალა.

🔹 განათლება და ეკონომიკა:

  • სასწავლო ბინადრობის ნებართვა აქვს 35 040 სტუდენტს (32,65%), რომლებიც წლიურად 300 მლნ ლარს აგზავნიან ბიუჯეტში და ქმნიან 10 000 სამუშაო ადგილს.

🔹 შრომითი მიგრაცია:

  • ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებულია 51 448 უცხოელი, 74% მამაკაცი, 26% ქალი;
  • ძირითადად IT, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, სტუმარ-მასპინძლობა;
  • ყველაზე მეტი – რუსები (25%), ინდოელები (13,3%), თურქები (5 600), ბელარუსი (4 930).

🔹 არალეგალური მიგრაცია:

  • დაახლოებით 20 000 არალეგალი მიგრანტი, აქედან 4 000 გეგმიური გაძევება 2026 წელს;
  • გასულ წელს ყველაზე მეტი ინდოელი (20,5%), თურქი (12,9%), ირანელი (12%) გაძევდა;
  • გამკაცრდა კანონი ჯარიმებსა და შემოსვლის აკრძალვაზე.

🔹 სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვები:

  • მოკლევადიანი – 4 827 პირი (უძრავი ქონების ყიდვის საფუძველზე);
  • მუდმივი – 28 363 (ოჯახური კავშირებით);
  • შრომითი – 15 699;
  • საინვესტიციო – 1 347;
  • IT – 92;
  • უვადო – 14;
  • დროებითი – 4;
  • ყოფილი საქართველოს მოქალაქე – 2 716;
  • სპეციალური – 1 952;
  • ოჯახის გაერთიანების მიზნით – 5 658.

🔹 რეგულაციები:

  • უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება სრულად აიკრძალა;
  • გამკაცრდა კონტროლი თავშესაფრისა და სასწავლო ნებართვების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის;
  • მიგრაციის დეპარტამენტი აღჭურვილია ახალი ინფრასტრუქტურით და მეტი თანამშრომლებით.

🔹 მთავრობის ხედვა:

  • აქტიური ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან;
  • დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ინვესტიციების, სტუდენტებისა და შრომითი მიგრაციის ეკონომიკური სარგებლის შენარჩუნება;
  • დემოკრატიული და გამჭვირვალე აუქციონებით მიწის გაცემა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading