მარნეულში ეუთოს უმაღლეს კომისართან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების საკითხები, მათ შორის:

🔹 ინფრასტრუქტურული პროექტები — სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა;

🔹 სოციალური და კულტურული მიმართულებები;

🔹 განათლება და ქართული ენის სწავლების შესაძლებლობები;

🔹 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საჯარო სექტორში დასაქმება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading