სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს
▪️ სოფელ კარალეთში მდებარე შპს „კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-ის ობიექტებზე განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ისინი საქმიანობდნენ ეკონომიკური საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული დარღვევები.
▪️ შპს „კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე – ქათმის ხორცი.
📌 დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეჩერდა, სანამ დარღვევებს არ გამოასწორებენ.
⚠️ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ სავალდებულო აღიარების პროცედურები და წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის დროს დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.