ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმესთან კავშირის აუდიოჩანაწერის საფუძველზე დააკავეს – ადვოკატი ზურაბ თოდუა

ჟურნალისტი ელისო კილაძე დღეს დილის 9 საათზე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. ადვოკატი ზურაბ თოდუას განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ ჩანაწერი ავთენტურია და მასზე მონტაჟის კვალი არ იკვეთება. ადვოკატი განმარტავს, რომ ჩანაწერში ნათლად ჩანს კილაძის და გივი ჯიბლაძის კავშირი ქოლცენტრების მამამთავრებთან, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

“ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მისი მთავარი „ჩიტი“ ლილუაშვილი და ფარცხალაძე იყვნენ ჯგუფში, რომლის მეშვეობითაც მას ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უტყუარია და ადასტურებს ჩანაწერის ავთენტურობას”, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, ეს ჩანაწერი, სავარაუდოდ, გახდა მოქმედების საფუძველი პროკურატურისთვის კილაძის დაკავების განხორციელებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading