ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზვარეთის, ზემო ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მაცხოვრებლებს შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

დღევანდელ შეხვედრებზე ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები ერთობლივად შეარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარი გამოიყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading