სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე 2025 წლის 9 აგვისტოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მიზნით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხელთ არსებული ყველა შესაბამისი მექანიზმი და საერთაშორისო ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.