წალკაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ საყდრიონსა და სოფელ განთიადში გაიმართა.

შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე და მერის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე ესწრებოდნენ. მოსახლეობასთან ერთობლივი განხილვის შედეგად, სოფელ საყდრიონში ერთხმად გადაწყდა შიდა წყლის სისტემისა და ავზის მოწყობის პროექტის განხორციელება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, პროგრამის ფარგლებში აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება, რათა ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით სწორად განისაზღვროს 2026 წლის პრიორიტეტები და ეტაპობრივად განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading